რეგიონი
სააკაშვილის მხარდაჭერ აქციას ზუგდიდიდანაც უერთდებიან
თბილისში ,,ნაციონალური მოძრაობის’’ მიერ დღეს დაგეგმილ საპროტესტო აქციას ზუგდიდიდანაც შეუერთდებიან.

პარტიის ზუგდიდის ორგანიზაციის წარმომადგენლის თემურ ბასილაიას განცხადებით, ნებისმიერი მოქალაქის ვალდებულებაა დაიცვას მესამე პრეზიდენტის უფლებები.

,,სიტუაცია არის ძალიან მძიმე, ჩვენ ვხედავთ სამედიცინო დასკვნებს, რომ მიხეილ სააკაშვილია არის უმძიემს სიტუაციაში, ნებისმიერი მოქალაქის, ნებისმიერი პოლიტიკური მრწამსის მქონე პირის ვალდებულებაა, რომ დაიცვას მისი უფლებები და შემოუერთდეს ამ აქციებს, რომ გადავარჩინოთ მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე’’, - აღნიშნა ბასილაიამ.

ოპოზიციურად განწყობილი ზუგდიდელი მოქალაქეები მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვენ.

,,ჩვენ ვალდებულად ვთვლით თავს რომ დღეს ვიყოთ იქ, მესამე პრეზიდენტს სჭირდება მხარდაჭერა, რომ ის გადაიყვანონ სამკურნალოდ საზღვარგარეთ, დღეს მივდივართ აქციაზე, არ აქვს მნიშნველობა ვისი მხარდამჭერი ხარ, ნაციონალური მოძრაობის თუ ქართული ოცნების, ვთვლი, რომ ყველა უნდა ადგეს და დაიცვას პრეზიდენტი’’, - ამბობენ ენმ-ის მხარდამჭერები.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით აქცია “ქართული ოცნების" ოფისთან, 15:00 საათზე დაიწყება.

Print