ახალი ამბები
დავით ქირიამ MFC-ის ეგიდით გამართულ ჩემპიონატშიც მოიგო
დავით ქირიამ მორიგი გამარჯვება მოიპოვა Mix Fight Championship-ის ფარგლებში ჩატარებულ ბრძოლაში. ტურნირი გერმანიაში, ქალაქ ფრანქფურტში გაიმართა. 72.5 კილოგრამ წონით კატეგორიაში კიკბოქსიორის მეტოქე გერმანელი იოჰანეს ბაასი იყო. მსაჯების გადაწყვეტილებით უპირატესობა ქართველ სპორტსმენს მიენიჭა.

ცოტა ხნით ადრე ქირია საფრანგეთში გამართულ შეჯიბრში კიდევ ერთ საჩემპიონო ქამარს დაეუფლა.

კიკბოქსინგში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი და არაერთი სპორტული ტიტულის მფლობელი დავით ქირია წარმოშობით ზუგდიდიდანაა. 


Print