ახალი ამბები
ზუგდიდის მერია ფოტოაპარატის საყიდლად 9 ათას ლარზე მეტს დახარჯავს
ზუგდიდის მერიამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფოტოაპარატის და ფოტოაპარატთან თავსებადი აქსესუარების შესყიდვისთვის 9 369 ლარი გამოყო. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ფოტოაპარატი განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურს სჭირდება.

ამავე თანხაშია გათვალისწინებული ყველა ის აქსესუარი, რომელიც აპარატს სჭირდება, მათ შორის, მეხსიერების ბარათი, მაშუქი, ლინზა, ობიექტივის გადამყვანი,

ტენდერში წინადადებები 7-დან 9 დეკემბერის ჩათვლით მიიღება.

Print