ახალი ამბები
იაპონიის საელჩო მესტიას საზოგადოებრივ ავტობუსს შეუძენს
იაპონიის საელჩო პროექტის ფარგლებში მესტიის მუნიციპალიტეტს პირველ საზოგადოებრივ ავტობუსს უყიდის. ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში პროექტს ხელი უკვე მოეწერა.


საქართველოში იაპონიის საელჩოს ინფორმაციით, პროექტის მიზანია დაბა მესტიასა და მიმდებარე სოფლებში გაუმჯობესდეს ადგილობრივი მოსახლეობის მობილობა, რათა გაიზარდოს ხელმისაწვდომობა პროდუქტებზე, სერვისებზე და კრიტიკულად მნიშვნელოვან ობიექტებზე. გრანტის მოცულობა 72,600 დოლარია.

საგრანტო ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს იაპონიის ელჩმა საქართველოში იმამურა აკირამ და მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა.

Print