ახალი ამბები
თავისუფლების მოედანზე ზუგდიდის მთავარი ნაძვის ხის მონტაჟი მიმდინარეობს
2023 წლის შესახვედრად მთავარი ნაძვის ხე ზუგდიდში თავისუფლების მოედანზე დაიდგება. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მისი მონტაჟი დღეს დაიწყო და საზეიმოდ, სავარაუდოდ, 25 დეკემბერამდე აინთება.

ახალი ნაძვის ხე 16 მეტრი სიგრისაა.

ზუგდიდში საახალწლო აქტივობების ზუსტი განრიგის შესახებ, ჯერჯერობით, უცნობია, თუმცა 31 დეკემბრამდე არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი. ახალ წელს კი დასკვნითი ღონისძიება გაიმართება. 

გასულ წლებში მთავარი ნაძვის ხე სკეიტ პარკის ტერიტორიაზე ინთებოდა.
Print