ახალი ამბები
ჩხოროწყუში ერთ-ერთი ქუჩისთვის რომეო ფიჩხაიას სახელის დარქმევა სურთ
ჩხოროწყუში იმ ქუჩისთვის, სადაც აფხაზეთელმა რომეო ფიჩხაიამ დევნილობის წლები გაატარა, მისი სახელის მინიჭება სურთ. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინიციატივა ფოტოგრაფმა რომან თოლორდავამ დააფიქსირა. მას, როგორც პოსტის კომენტარებში კითხულობთ, არაერთი თანამოაზრე ჰყავს.


"როცა უპატიოსნესი ადამიანი უანგაროდ იღუპება მტრის წინააღმედგ ბრძოლაში, მისი განვლილი წლები, ცხოვრება, ისტორია უნდა იყოს თაობებისთვის შემონახული, რათა გმირობის მაგალითებით და ქვეყნის სიყვარულით გაიზარდონ", - უთხრა რადიო "ათინათს" თოლორდავამ.

ფოტოგრაფი დასძენს, რომ შესაბამის პროცედურებს მალე დაიწყებენ, რის შემდეგაც ინიციატივა ადგილობრივ საკრებულოში უნდა შევიდეს. 



3 დეკემბერს ბახმუტთან რუსეთის სარაკეტო იერიშს ხუთი ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა, მათგან 4 აფხაზეთიდან დევნილია. რომეო ფიჩხაიას, როლანდ კვარაცხელიას, ავთო რურუას, ბადრი მარკელიასა და მერაბ ალადაშვილის ცხედრების გამოყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება. სულ უკრაინაში რუსეთი ომს 34 ქართველი შეეწირა.


Print