ახალი ამბები
ანაკლიის პორტი აშენდება სახელმწიფოს თანამონაწილეობით - პრემიერი
ანაკლიის პორტი სახელმწიფო თანამონაწილეობით აშენდება და 51 %-ის მფლობელი სახელმწიფო იქნება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მთავრობს სხდომაზე პრემიერმა თქვა, რომ სახელმწიფო საერთაშორისო კონკურსს გამოაცხადებს.

„ჩვენი გადაწყვეტილებით, ანაკლიის პორტი აშენდება სახელმწიფოს თანამონაწილეობით, სადაც 51%-ის მფლობელი იქნება სახელმწიფო, დანარჩენზე გამოვაცხადებთ საერთაშორისო კონკურსს და შევარჩევთ პარტნიორ კომპანიებს.

ეს პროექტი არის მიტოვებული, ადგილი არის გაპარტახებული. მტვრის ბუდედ გადააქციეს ადგილი. ამიტომ ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. სასწრაფოდ უნდა შევარჩიოთ საერთაშორისო პარტნიორი კომპანიები და ჩვენც უნდა დავიწყოთ ინვესტირება ამ პროექტში. ეს პროექტი ჩვენი თანამონაწილეობით განხორციელდება, სახელმწიფო განახორციელებს ამ პროექტს, უცხო თუ სხვა კომპანიებთან ერთად“, - თქვა პრემიერმა.



ამავე თემაზე:

ანაკლიაში პორტის მშენებლობის, ოპერირებისა და გადმოცემის ეტაპები განისაზღვრა - მინისტრი

მიუხედავად მთავრობის განცხადებისა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობის გადაწყვეტილების ერთგულია, ტენდერი ჯერ არ გამოცხადებულა - აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ განცხადებას ავრცელებს

როგორ გამოიყურება ქვიშის გორაკები ანაკლიაში, რომელიც მოსახლეობას საფრთხეს უქმნის

პრემიერი: ანაკლიის პორტის პოტენციური ინვესტორის შერჩევის პროცესს უახლოეს მომავალში დავიწყებთ

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" და უცხოელმა ინვესტორმა საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო დავა დაიწყეს






Print