ახალი ამბები
წალენჯიხის სკოლებში პირველკლასელებისთვის უფასო კვებაა გათვალისწინებული
2023 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლაში პირველკლასელებისთვის უფასო კვებაა გათვალისწინებული. ამის შესახებ ვიდეო მიმართვა მერის პირველმა მოადგილემ ვანო ბურდულმა გაავრცელა. მისი ინფორმაციით, ინიციატივა მერს გია ხარჩილავას ეკუთვნის.

"ეს პროექტი უკვე გადაცემულია საკრებულოში და იმედია, მხარს დაუჭერენ. ეს პირველად ხორციელდება საქართველოში და მომავალში ვაპირებთ გაფართოებას, რომ რაც შეიძლება მეტი ბავშვი მოიცვას. ვფიქრობთ, რომ პირკვეკლასელების კვებით უზრუნველყოფა არის პრიორიტეტეი ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის", - ამბობს ბურდული.

აღნიშნული პროექტის განხორციელება მომავალი წლის განმავლობაშია დაგეგმილი.
Print