ახალი ამბები
წალენჯიხაში დააკავეს კაცი, რომელმაც მამას სასიკვდილოდ სცემა
წალენჯიხის ერთ-ერთი სოფლის მკვიდრს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ მამა ცემა, სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მძიმე მდგომარეობაში მყოფი ხანდაზმული მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ის მალევე გარდაიცვალა.

პოლიციამ დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავა. 

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 11 პრიმა 117-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ სხეულის მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

Print