ახალი ამბები
საახალწლოდ მორთული ნიკოსეული სასახლე სტუმრებს თითქმის ერთი თვე უმასპინძლებს
დღეიდან, 22 დეკემბრიდან 20 იანვრის ჩათვლით დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ნიკოსეული სასახლე საახალწლოდ იქნება მორთული და დამთვალიერებლებს ასე დახვდება.

მუზეუმის ადმინისტრაციის ცნობით, უფლისწულის სასახლის სამეჯლისო დარბაზი ზუგდიდელმა დიზაინერმა სოფია ხარჩილავამ მორთო.


„11.00 საათიდან 17.00 საათამდე, დადაიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის, უფლისწულ ნიკო დადიანის სასახლის სამეჯლისო დარბაზში იხილავთ საახალწლოდ მორთულ გარემოს, საახალწლო გამოფენას, რომელიც არის ნიკო დადიანის საახალწლო სუფრის იმიტაცია. მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ იმ ეპოქის შობა-ახალი წლის განწყობა გადმოგვეცა. გამოფენილია უფლისწულის წინაპრების, კერძოდ, მისი ოჯახის ფოტოები. ამას გარდა წარმოდგენილია სახვითი ხელოვნების ნიმუშები. გაშლილია სუფრა ნიკო დადიანის სიმბოლიკებით, სპეციალურად მისთვის დამზადებული მონოგრამიანი ჭურჭლით. გამოფენა დამთვალიერებელთათვის იქნება უფასო. 27 დეკემბერს, სამშაბათს, 17.00 საათზე უფლისწულის სასახლე უმასპინძლებს ბავშვებს და მათთვის მოეწყობა საახალწლო ღონისძიება, სადაც უამრავი სიურპრიზი ელოდებათ“, - უთხრეს რადიო „ათინათს“ ადმიინისტრაციაში.

Print