ახალი ამბები
სოხუმში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
სოხუმში მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების
სამინისტროს ინფორმაციით, ერთმანეთს "Toyota”- ს და “Mercedes-Benz"- ის მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. 

ამავე ცნობით, შემთხვევის შედეგად დაშავებული კიდევ ერთი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"საგანგებოს" თანახმად, შემთხვევა დღეს, საღამოს საათებში მოხდა.
Print