ახალი ამბები
არ ვაპირებ პროტესტის შეწყვეტას - ანა წითლიძე
ჩემი შიმშილობის მე-11 დღეს, მე მინდა, ისევ მივმართო ხელისუფლებას და ყველას, ვისაც შეუძლია გადაარჩინონ ადამიანის სიცოცხლე, გადაიყვანონ პრეზიდენტი სააკაშვილი სამკურნალოდ, - ამის შესახებ მედიას დეპუტატმა ანა წითლიძემ უთხრა. მისივე თქმით, ის არ აპირებს შიმშილობის შეწყვეტას და ხელისუფლებას მოქმედებისკენ მოუწოდებს. 

"პირველ რიგში მინდა შობა მივულოცო ყველას და ვთქვა, რომ დღეს არის დღე, როდესაც დაიბადა ქრისტე, რომელიც შემდეგ ჯვარს ეცვა თითოეული ჩვენგანის ცოდვების გამო და რომელმაც გვითხრა, რომ "გიყვარდეს მტერი შენი და სიკეთე უქენი შენს მოძულეებს". მე არ ვაპირებ პროტესტის შეწყვეტას, ვაგრძელებ და ვარ მხნედ", - აღნიშნა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა.

ექიმების ინფორმაციით, მოშიმშილე დეპუტატის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნებისმიერ წუთს შეიძლება გაუარესდეს. მათი განმარტებით, ანა წითლიძეს სხეულის წონის 11 კგ-ზე მეტი აქვს დაკარგული.
Print