ახალი ამბები
"ათინათი" 10-დან 12 წლამდე მოზარდებს ზამთრის სკოლაში იწვევს
3-დან 12 იანვრის ჩათვლით ასოციაცია "ათინათი" ზამთრის სკოლას უმასპინძლებს. მასში მონაწილეობა 10-დან 12 წლამდე მოზარდებს შეუძლიათ. ორგანიზატორების განმარტებით, მოზარდები შემეცნებით, გასართობ და სახალისო სავარჯიშოებში ჩაერთვებიან. 

"ზამთრის სკოლის მთავრი თემა შობა და ახალი წელია. აქტივობების ნაწილს ინგლისურ ენაზე "ათინათის" გერმანელი მოხალისე ჩაატარებს. ჩაერთვებიან ადგილობრივი მოხალისეები და გვეყოლება ბევრი საინტერესო სტუმარი", - გვითხრა ზამთრის სკოლის ერთ-ერთმა კოორდინატორმა ლიკა როგავამ.

მისივე თქმით, ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. ზამთრის სკოლის საფასური 100 ლარია.

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ნომერზე: 551 60 10 60

Print