ახალი ამბები
ხობისწყლის ხეობაში კოლხურ ბზას და სხვა ხე-მცენარეებს დარგავენ
ფონდ "ხარებას" ინიციატივით ჩხოროწყუში, სოფელ მუხურის ტერიტორიაზე კოლხურ ბზას დარგავენ. ინფორმაციას ამის შესახებ ფოტოგრაფი რომან თოლორდავა ავრცელებს. მისი თქმით, ბზის ნერგებთან ერთად ხეობაში სხვა ხე-მცენარეებსაც გაახარებენ.

"რამოდენიმე წლის წინ, ბზის დაავადებამ სრულად მოსპო ეს ულამაზესი მცენარე. ამჯერად, საქველმოქმედო ფონდ ხარებას ინიციატივით და სრული დაფინანსებით ხობისწყლის ხეობაში კოლხური ბზის ასაღორძინებლად გამოგზავნილია და დასაწყობებულია ასობით ძირი კოლხური ბზა, ჩვენი ტყეების მშვენება უთხოვარი, კოლხური მუხა, იფანი და წაბლი", - წერს თოლორდავა სოციალურ ქსელში და შესაბამის ფოტოებსაც აქვეყნებს.

მისივე განმარტებით, ნერგების გადარგვის პროცესი რამდენიმე დღეში დაიწყება და მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
Print