ახალი ამბები
ხმაური იყო საკრებულოს სხდომაზე, სადაც ზუგდიდის ბიუჯეტი უნდა დაამტკიცონ
ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე, სადაც ამ წუთებში მომავალი წლის ბიუჯეტის დამტკიცებაზე მსჯელობენ, ხმაური იყო. ადგილზე იმყოფებოდა მოქალაქე ხატია ჯანაშია, რომელიც ენმ-ს წევრებს მიმართავდა ფრაზით "მკვლელებო" და სხვა
შეურაცხყმყოფელი სიტყვებით. ის ცდილობდა ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის დაერიგებინა სურათები, რომლებზეც მისი თქმით, წინა ხელისუფლების მიერ დაზარალებული პირებია აღბეჭდილი. მისი გაყვანა პოლიციამ რამდენჯერმე სცადა. საკრებულოს თავმჯდომარემ გიგა  ფარულამ ჯანაშიას სხდომაზე სპექტაკლის გამართვისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა ფრაქცია ენმ-ს თავმჯდომარე მაია კალანდიამ.

ზუგდიდის ბიუჯეტის პროექტით, მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 57.8 მილიონი ლარითაა განსაზღვრული. 


Print