ახალი ამბები
ენგურის ხიდზე გადმოსულ ადამიანებს საახალწლო ნობათი გადასცეს (ფოტო/ვიდეო)
დღეს დილიდან ენგურის ხიდზე სამოქალაქო აქტივისტებმა სასაჩუქრე პარკები დაარიგეს. საახალწლო მცირე ნობათი მათ, დაახლოებით, 100 ადამიანს გაუნაწილეს. ტკბილეულისთვის და სურსათისთვის თანხა რამდენიმე დღის განმავლობაში გროვდებოდა. ინიციატივით მოქალაქეებს პლატფორმა "აფხაზური ამბების" დამფუძნებელმა გელა ხასაიამ მიმართა. "ჩვენი მიზანი შეიძლება ითქვას, რომ გამართლდა. გვინდოდა გამოგვეხატა სითბო ამ ადამიანების მიმართ. 100-მდე პარკის თანხის მობილიზება შევძელით და ამდენივე ადამიანი გავახარეთ. ემოციას რაც შეეხება, დაბნეულები იყვნენ, უკვირდათ და გვეკითხებოდნენ მართლა იყო თუ არა საჩუქარი. იმდენად არ აქცევს სახელმწიფო ამ ადამიანებს ყურადღებას, ცოტა დაუჯერებელიც კი იყო მათთვის", - გვითხრა იდეის ავტორმა.ინიციატივის შესახებ მან რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში დაწერა და საზოგადოებას ჩართულობისკენ მოუწოდა.

Print