ახალი ამბები
ზუგდიდში წელს დაბადებული პირველი ბავშვი ბიჭია
2023 წლის 1-ელ იანვარს ზუგდიდში დაბადებული პირველი ბავშვი ბიჭია. ალექსანდრე მატუა ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გამთენიისას, 07.30 საათზე გაჩნდა. ის ოჯახისთვის მეორე შვილია, მას 5 წლის და ჰყავს. 

კლინიკის მეან-გინეკოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელის, სერგო ფიფიას ინფორმაციით ახალშობილიც და დედაც თავს კარგად გრძნობენ.
Print