ახალი ამბები
მესტიაში 2 პირი მოკლეს, 1 კი დაიჭრა
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეცერში 2 პირი მოკლეს, 1 კი დაჭრეს. ადგილობრივების ინფორმაციით, ინციდენტი გვარებს შორის ადრე არსებულ დაპირისპირებას უკავშირდება. მათივე თქმით, ერთ-ერთი მოკლული სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელია და ის მორიგეობის შემდეგ სახლში ბრუნდებოდა.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, დანაშაულში ეჭვმიტანილი 3 პირი პოლიციამ უკვე დააკავა.
Print