ახალი ამბები
ცივი იარაღის ტარებაზე სანქციები გამკაცრდა
1-ელი იანვრიდან ცივი იარაღის ტარებაზე სანქციები გამკაცრდა, რაც ამ მიმართულებით "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა" და სისხლის სამართლის კანონმდებლობაში განხორციელებულმა ცვლილებებმა გამოიწვია. 

პარლამენტის მიერ მიღებული კანონის თანახმად, ქუჩაში, ეზოში, სტადიონზე, სკვერში, პარკში, საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სასამართლოში, აეროპორტში, კინოთეატრში, თეატრში, საკონცერტო დარბაზში, კაფეში, რესტორანში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ავტოსადგურში, რკინიგზის სადგურში და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ცივი იარაღის ტარება 200 ლარის ნაცვლად, 500 ლარის ოდენობით დაჯარიმებასა და ცივი იარაღის კონფისკაციას გამოიწვევს.

აღნიშნული ქმედების განმეორებითი ჩადენა კი, გამოიწვევს პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად.
Print