რეგიონი
მესტიაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებული მესაზღვრე ბრალს არ აღიარებს - ადვოკატი
მესტიაში, ეცერში მომხდარი ორმაგი მკვლელობის ფაქტზე ერთ-ერთი დაკავებული, რომელიც სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელია, ბრალს არ აღიარებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს მისმა ადვოკატმა სოსო ჯანაშიამ უთხრა. ჯანაშია ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი გაშველებაში მონაწილეობდა. დაკავებულია ასევე ერთ-ერთი დაღუპულის მამაც.

მესტიაში, სოფელ ეცერში ბედობის ღამეს მომხდარი ორმაგი მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ ორი ადამიანი 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით დააკავა.

დანაშაული 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


ამავე თემაზე:

მესტიაში 2 პირი მოკლეს, 1 კი დაიჭრა

დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო გამოძიება მესტიაში მომხდარ ფაქტზე

მესტიაში მკვლელობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს




Print