ახალი ამბები
მესტიაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 2 პირს ბრალი წარუდგინეს
მესტიის სოფელ ეცერში მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ 2 პირს ბრალი ცოტა ხნის წინ ზუგდიდში წარუდგინეს. მათგან ერთს, 60 წლამდე ასაკის როლანდ აფრასიძეს, 109-ე (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში) და 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) მუხლით. მისი უფლებადამცველის, სოსო ჯანაშიას ინფორმაციით, დაკავებული ბრალს არ აღიარებს.

რაც შეეხება მეორე პირს, გიორგი ცინდელიანს ბრალდება სს კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით აქვს წარდგენილი. თავს დამნაშავედ არც ის მიიჩნევს.

ამ წუთებში სასამართლო მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.


ამავე თემაზე: 

მესტიაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებული მესაზღვრე ბრალს არ აღიარებს - ადვოკატი

მესტიაში მკვლელობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

მესტიაში 2 პირი მოკლეს, 1 კი დაიჭრა



Print