ახალი ამბები
წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ მესტიაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულებს
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გიორგი ცინდელიანსა და როლანდ აფრასიძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ორივე ბრალდებულის უფლებადამცველები მათთვის სხვადასხვა ოდენობის გირაოს შეფარდებას ითხოვდნენ. მამაკაცები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ და ბრალს არ აღიარებენ.

როლანდ აფრასიძეს ბრალი 109-ე (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში) და 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) მუხლით, ხოლო გიორგი ცინდელიანს სს კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით აქვს წარდგენილი.

შემთხვევა რა დროსაც მესტიაში 2 ადამიანი გარდაიცვალა, 1 კი დაიჭრა, 2 იანვრის ღამეს მოხდა.





Print