ახალი ამბები
ზუგდიდში გუშინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო
საქართველოს პროკურატურამ ზუგდიდში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, გამოძიება დაიწყო.

უწყების ინფორმაციით, ზუგდიდში ,,მაზდა" - ს მარკის ავტომობილი, რომელსაც მართავდა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის უმცროსი ინსპექტორი, ქვეითად მოძრავ 2 მოქალაქეს შეეჯახა. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიღებული ჯანმრთელობის დაზიანებებით, ერთი დაზარალებული შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო მეორე დაშევებული და ავტომობილის მძღოლი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

შემთხვევა გუშინ, 3 იანვარს, კოსტავას ქუჩაზე მოხდა.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.

Print