ახალი ამბები
მარტვილში ეკლესიის და სახლების გაქურდვის ფაქტზე 1 პირი დააკავეს
სოფელ ტალერის ტერიტორიაზე არსებული ეკლესიის და მეზობელ სოფლებში სახლების გაქურდვის ფაქტზე მარტვილში მამაკაცი დააკავეს. ადგილობრივების ინფორმაციით, ეკლესიიდან მან 1 ხატი მოიპარა. ასევე, მათივე თქმით, მისი სახლის ჩხრეკისას პოლიციამ გარკვეული რაოდენობის თანხა ამოიღო.

მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 177-ე, ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.
Print