ახალი ამბები
სოხუმში საგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
სოხუმში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას 1 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაცია სოხუმის სასამართლოს ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.  ამავე ცნობით, ავტომობილის მძღოლს საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა.

აფხაზური მედიის თანახმად, შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ავტომობილში მყოფი ერთ-ერთი მგზავრი, დიზაინერი, ბრენდ KamuChi-ს დამფუძნებელი კამა წვიჟბა,  მეორე კი დაშავდა და ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ამჟამად ბრალდებული მრავლობითი დაზიანებებით სოხუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება.




Print