რეგიონი
როდემდე გაგრძელდება ძლიერი ქარი სამეგრელოში - სინოპტიკოსების პროგნოზი
ძლიერი ქარი სამეგრელოში კიდევ რამდენიმე დღე შენარჩუნდება. სინოპტიკოსები განსაკუთრებით ძლიერ დაქროლვებს 13 იანვარს პროგნოზირებენ, 15 იანვრიდან კი ქარის სიმძლავრე დაიკლებს. ტემპერატურის მატება ხვალიდან დაიწყება. ამის შესახებ რადიო "ათინათთან" სინოპტიკოსმა სვეტლანა ნიორაძემ ისაუბრა.

"ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში ხვალიდან მოიმატებს. ქარი შენარჩუნდება კიდევ რამდენიმე დღე.13 იანვარს ღამის საათებში და დღის პირველ ნახევარში იქნება ძლიერი დაქროლვები", - უთხრა რადიო "ათინათს" სინოპტიკოსმა სვეტლანა ნიორაძემ.

ძლიერი ქარი დასავლეთ საქართველოში 15 იანვრამდე შენარჩუნდება.


Print