ახალი ამბები
სენაკში დაშავებული 2 პირის მდგომარეობა მძიმეა
სენაკში დაშავებული 3 პირიდან ორის მდგომარეობა მძიმეა და ისინი მკურნალობისთვის ქუთაისში გადაჰყავთ. ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკა "არქიმედეს" სამედიცინო დირექტორმა მარეხ ადანაიამ უთხრა. მისივე განმარტებით, პაციენტებს სხვადასხვა სახის დაზიანებები, მათ შორის, სახის და ქვედა კიდურების ძვლების მოტეხილობები აქვთ.

ამასთან, მედიკოსის თქმით, დაშავებულების სიცოცხლეს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სენაკში სამარშრუტო მიკროავტობუსს ქარისგან მოგლეჯილი ხე დაეცა, რის გამოც სამი ადამიანი დაშავდა.
Print