ახალი ამბები
გარდაიცვალა სენაკის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
სენაკის საკრებულოს დეპუტატი და წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის მოადგილე ელისო ცაგურია მძიმე სენის შედეგად გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ საკრებულოს პრესცენტრი ავრცელებს. 

"ელისო ცაგურია - გამორჩეული პიროვნება, საკუთარ საქმეზე და მუნიციპალიტეტზე უზომოდ შეყვარებული, კეთილშობილი, ერთგული, უღალატო მეგობარი და კოლეგა იყო. არასდროს ღალატობდა ადამიანურ პრინციპებს, აქტიურად მონაწილეობდა ქალაქისათვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვაში, მუდამ მზად იყო გაეწოდა დახმარების ხელი, მისი ცხოვრების კრედო, სიკეთის უანგაროდ კეთება იყო", - ვკითხულობთ საკრებულოს განცხადებაში.

ელისო ცაგურია 54 წლის იყო. ის სენაკის საკრებულოს სამი მოწვევის დეპუტატია მმართველი პარტიიდან.
Print