ახალი ამბები
ამერიკაში ავტოსაგზაო შემთხვევას ზუგდიდელი მამაკაცი ემსხვერპლა
ზუგდიდელი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ოჯახი და მეგობრები 11 იანვრიდან ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს. ის ამერიკაში, ფილადელფიაში იმყოფებოდა. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში კი კავშირზე არ გამოდიოდა.

ახლობლების ინფორმაციით, მამაკაცი რამდენიმე დღის წინ ავარიაში მაშინ მოყვა, როცა საკუთარი ავტომობილით გადაადგილდებოდა. მომხდარის სხვა დეტალები, უცნობია.
Print