ახალი ამბები
მესტიელ ქალს, რომლის სახლშიც ორმაგი მკვლელობა მოხდა, საავადმყოფოდან დღეს გაწერენ
ახალი წლის ღამეს მესტიაში, სოფერ ეცერში აფრასიძეების სახლში მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაშავებულ ქალს საავადმყოფოდან დღეს გაწერენ. მედიკოსების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. შუახნის ქალი თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრის რეანიმაციულ დეპარტამენტში 15 დღის განმავლობაში მკურნალობდა.

ქალი ერთ-ერთი მოკლულის დედა და დაკავებულის მეუღლეა.

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეცერში ახალი წლის ღამეს 2 პირი მოკლეს, 1 კი დაჭრეს. ინციდენტი გვარებს შორის ადრე არსებულ დაპირისპირებას მოჰყვა.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დაკავებულ ორი პირს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მამაკაცები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ და ბრალს არ აღიარებენ.

ერთ-ერთ მათგანს როლანდ აფრასიძეს ბრალი 109-ე (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში) და 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) მუხლით, ხოლო გიორგი ცინდელიანს სს კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით აქვს წარდგენილი.

Print