ახალი ამბები
მესტიის გზებზე შეზღუდვების ნაწილი რჩება
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის ხაიში-მესტიის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის დაწესებული მოძრაობის სპეციალური რეჟიმი მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით მოხსნილია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ამასთან, ამავე ცნობით, აღნიშნული საავტომობილო გზის ჯვარი-უშგული მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხოლო მესტია-უშგულის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია

საავტომობილო გზის ზუგდიდი-ჯვარის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
Print