ახალი ამბები
სოხუმის აეროპორტის ტერიტორიაზე რუსული საავიაციო კლუბის სპორტსმენები ივარჯიშებენ - მედია
სოჭის საავიაციო კლუბის სპორტსმენებს აფხაზეთის ტერიტორიაზე ვარჯიშის საშუალება ექნებათ, ამის შესახებ რუსეთის დუმის დეპუტატმა კონსტატინე ზატულინმა  ადგილობრივ მედიას განუცხადა.

მისი თქმით, კლუბის წარმომადგენლებმა მას მიმართეს თხოვნით, რომ დაეხმაროს სოხუმის აეროპორტში წვრთნების ორგანიზებაში, რადგან უკრაინაში მიმდინარე "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ზონის კრასნოდართან სიახლოვის ნებისმიერი სახის სპორტული აქტივობა ჰაერში" აკრძალულია, რის გამოც შეუძლებელია სპორტული საავიაციო შეჯიბრებების გამართვა.

მანვე აღნიშნა, რომ სოჭელ სპორტსმენებს მხარს უჭერენ "მეგობრები აფხაზეთიდან" და ასევე აეროპორტის "დირექტორი" ვიაჩესლავ ეშბა, თუმცა, როდესაც ავიატორები შეეცადნენ აღჭურვილობის "რუსეთ- აფხაზეთის საზღვარზე" გადატანას, მათ საბაჟო გადასახადი მოსთხოვეს. ზატულინის თქმით, ასეთი თანხა კლუბ "პლასტუნკას", რომელშიც 9 მოქმედი პილოტი შედის, არ გააჩნია.

რუსი დეპუტატის თქმით, სოხუმში მას პრობლემის მოგვარების პირობა მისცეს და  ,,უახლოეს დროში, სპორტსმენები შეძლებენ აფხაზეთში შესვლას''.



Print