ახალი ამბები
უკრაინაში დაღუპული მოხალისეების ოჯახები ერთჯერად ფულად დახმარებას მიიღებენ - სოხუმი
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "მინისტრთა კაბინეტის" გადაწყვეტილებით დონბასში დაღუპული აფხაზი მოხალისეების დმიტრი წვიჟბას და ყაზბეგ ბიჯევის ოჯახები ერთჯერად დახმარებას მიიღებენ მილიონი რუბლის ოდენობით, ამის შესახებ გამოცემა "აფსნიპრესი" წერს.

ამავე ცნობით, დიმიტრი წვიჟბა და კიდევ ორი აფხაზი მოხალისე, რომელიც უკრაინაში რუსეთის მხარეს იბრძოდა, 27-28 დეკემბრის ღამეს დაიღუპა. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამსახური იტყობინებოდა, რომ წვიჟბას ცხედარი, რომლის ბრძოლის ველიდან გაყვანა მოხერხდა, 3 იანვარს დონბასიდან სოხუმში გადაასვენეს.

ამავე ცნობით, დაღუპულები "პიატნაშკას" ბატალიონში ირიცხებოდნენ.

მანამდე ტელეგრამ არხი Абхазия центр ავრცელებდა ინფორმაციას 4 აფხაზი მოხალისის დაღუპვის შესახებ.

ინფორმაციისთვის, უფრო ადრე უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი 4 მოხალისე დაიღუპა: გალის მცხოვრები ბესო ტაბაღუა, ახრა კირკიტაძე, არტურ კირკიტაძე და ლორან სმირი.


Print