ახალი ამბები
ენმ - ს ზუგდიდის ორგანიზაცია მხარს ნიკა მელიას უჭერს
ერთიანი ნაციონალურო მოძრაობის ზუგდიდის ორგანიზაცია პარტიულ არჩევნებში მხარს ნიკა მელიას უჭერს. ამის შესახებ პარტიის ზუგდიდის ოფისში გამართულ ბრიფინგზე საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა თანამებრძოლებთან ერთად ისაუბრეს.

"ჩვენი ფრაქცია და გუნდი და ჩვენ უკან მდგომი უამრავი მხარდამჭერი, მხარს ვუჭერთ ნიკა მელიას კანდიდატურას. ის არის გამორჩეული და ღირსეული კანდიდატი. ვიყოთ კორექტულები, რათა არჩევნების შემდეგ განვაგრძოთ ბრძოლა ოკუპანტისა და ოლიგარქის წინააღმდეგ", - თქვეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა.

ენმ - ში პარტიის თავმდჯომარეობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის, მათ შორის - ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი და გიორგი მუმლაძე. არჩევნები 28-29 იანვარს გაიმართება.
Print