ახალი ამბები
თანაგუნდელების ნაწილთან ერთად მხარს ლევან ხაბეიშვილს ვუჭერ - ლევან კონჯარია
მას შემდეგ, რაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის ორგანიზაციის წევრებმა ბრიფინგი გამართეს და მხარდაჭერა ნიკა მელიას გამოუცხადეს, პარტიის ოფისში კიდევ ერთი ბრიფინგი გაიმართა. ლევან კონჯარია, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარე იყო, ამბობს, რომ თანაგუნდელების ნაწილთან ერთად მხარს ლევან ხაბეიშვილს უჭერს და თანაპარტიელების განცხადება ამომრჩევლების შეცდომაში შეყვანა იყო.

დღეს ზუგდიდში, ენმ-ს წევრებმა, მათ შორის საკრებულოს დეპუტატებმა საჯარო მხარდაჭერა პარტიის თავდჯომარეობის კანდიდატს ნიკა მელიას გამოუცხადეს.


Print