ახალი ამბები
შესაძლებელიც და შეუძლებელიც უნდა გავაკეთოთ სააკაშვილის სამკურნალოდ გადასაყვანად - წითლიძე
„კი, ჩვენ ყველამ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, შესაძლებელიც და შეუძლებელიც, რომ შევძლოთ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა სამკრნალოდ საზღვარგარეთ“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა და ენმ-ს ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ანა წითლიძემ ისაუბრა. ჟურნალისტების კითხვაზე, ემხრობა თუ არა პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატის ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რომ საჭიროების შემთხვევაში, მზადაა, სააკაშვილი ფიზიკურად გამოიხსნას, წითლიძემ უპასუხა, რომ სიტყვა „რადიკალიზმით“ მოქალაქეების დაკომპლექსება მხოლოდ მმართველ გუნდს სჭირდება.

„მე ვემხრობი არა ხაბეიშვილის ან რომელიმე კონკრეტული ადამიანის პოზიციას, მე ვემხრობი იმ პოზიციას, რომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გადავარჩინოთ მიხეილ სააკაშვილი. ის, რომ ვიღაცა დააკომპლექსონ რადიკალიზმით, სიტყვა რევოლუციის ხსენებით, ეს არის ის რაც სჭირდება "ქართულ ოცნებას,“, - აღნიშნა წითლიძემ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა ლევან ხაბეიშვილმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა, რომ თუ საჭირო გახდა, მიხეილ სააკაშვილს ფიზიკურად გამოიხსნის.

Print