ახალი ამბები
დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 29 იანვრიდან დაიკლებს
26-27 იანვარს საქართველოში უნალექო ამინდი შენარჩუნდება, 29 იანვრიდან კი ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო იუწყება.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 28 იანვრიდან 4 თებერვლამდე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. მთაში და მაღალმთაში კი ზოგან მოთოვს.

რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას, 27-28 იანვარს დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +12, +17 გრადუსი იქნება, ხოლო 29 იანვრიდან 3-4 გრადუსით დაიკლებს.

Print