ახალი ამბები
"სამშობლო" - უკრაინაში დაღუპული მებრძოლების ოჯახის წევრებმა პარტია დააფუძნეს
წალენჯიხაში, კულტურის სახლში ახალია ანტისაოკუპაციო მოძრაობის პირველი ყრილობა გაიმართა, სადაც დამსწრეებს პარტიის მიზნები და ამოცანები გააცნეს.

"სამშობლო" - ასე ჰქვია ახალ გაერთიანებას, რომელიც, როგორც დამფუძნებლები განმარტავენ, უკრაინაში დაღუპული მებრძოლების ხსოვნას ეძღვნება.

დამფუძნებლებს შორისაა ომში დაღუპული ედიშერ კვარაცხელიას ძმაც, რომელიც მეომრების მიმართ ხელისუფლების უყურადღებობასა და შეურაცხმყოფელ განცხადებებზე საუბრობს.ყრილობას დაღუპული მეომრების ოჯახის წევრებიც დაესწრნენ.
Print