ახალი ამბები
ზუგდიდი მიხეილ სააკაშვილის პარტიის ერთგულად დარჩება - მაია კალანდია
ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატი და "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარე მაია კალანდია პარტიის თავმჯდომარედ ლევან ხაბეიშვილის არჩევას გამოეხმაურა და გამარჯვება მიულოცა. მისი თქმით, ზუგდიდი ყოველთვის იყო ოკუპანტის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე, შესაბამისად, თანაგუნდელებთან ერთად მიხეილ სააკაშვილის მიერ დაფუძნებული მოძრაობისა და პარტიის ერთგულად დარჩება.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახლადარჩეულ თავმჯდომარეს ვულოცავ გამარჯვებას და ვუსურვებ გაამართლოს ის იმედები, რაც მას ამომრჩეველმა დააკისრა! ნიკა მელია - გმადლობ შენი ახლანდელი პოზიციისთვის, ყველაფრისთვის, რაც დღემდე გააკეთე! ჩვენ ვრჩებით ერთ გუნდად ოლიგარქის წინააღმდეგ ბრძოლაში და ველოდები პარტიის ახალი ლიდერშიფისგან ახალ გეგმებს!", - წერს დეპუტატი საკუთარ ფეისბუ გვერდზე.

პარტიულ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე "ერთიანი ნაციონალურო მოძრაობის" ზუგდიდის ორგანიზაციამ ბრიფინგი გამართა და ნიკა მელიას მხარდაჭერა გამოუცხადა.

ოპოზიციური პარტიის თავმდჯომარეობისთვის სულ 4 კანდიდატი იბრძოდა.
Print