ახალი ამბები
ნაღვალოუს სამხედრო პოლიგონზე სნაიპერებისთვის წვრთნები გაიმართა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის  "შეიარაღებული ძალების სამხედრო ნაწილებისა და ქვედანაყოფების სრულ განაკვეთზე მყოფი" სნაიპერებისთვის, ნაღვალოუს პოლიგონზე წვრთნები გაიმართა, ინფრომაციას, ე.წ. თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ამავე ცნობით, სწავლება 2023 წლის ზამთრის პერიოდის "საბრძოლო მომზადების გეგმის შესაბამისად", 23 - დან 27 იანვრამდე, მიმდინარეობდა.

წვრთნებში ჩართულები იყვნენ სპეცდანიშნულების რაზმის სამხედრო სპეციალისტები.

საწვრთნელ სესიებზე ძირითადი ყურადღება დაეთმო "რთულ პირობებში სნაიპერების საცეცხლე და ტაქტიკურ მომზადებას", ნათქვამია ინფორმაციაში.



Print