ახალი ამბები
წალენჯიხაში ჩოგბურთის მოედნის მოწყობა იგეგმება
წალენჯიხაში ჩოგბურთის მოედნის მოსაწყობად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 191 528 ლარი გამოიყო. შესაბამისი ტენდერი მუნიციპალიტეტის მერიამ გამოაცხადა და წინანადებებს კომისია 5 თებერვლიდან მიიღებს.

სატენდერო დოკუმეტაციაში ვკითხულობთ, რომ საჩოგბურთო კორტების მოწყობა ჭანტურიას (ყოფილი მაიაკოვსკის) ქუჩაზე იგეგემება. აქვე სამუშაოების აღწერილობაცაა მოცემული.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ხელოვნურსფარიანი მოედანი ხელშეკრულების დადებიდან 3 თვეში უნდა მოაწყოს. წინადადებების მიღება 8 თებერვალს დასრულდება.

Print