ახალი ამბები
აფხაზი აბიტურიენტებისთვის რუსეთის სასწავლებლებში 110 ადგილი გამოიყო
წელს რუსეთი აფხაზ აბიტურიენეტებს "როსსატრუდნიჩესტვოს" ხაზით 110 ადგილს გამოუყოფს უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში.
"აფსნიპრესის" თანახმად, განაცხადების მიღება 20 თებერვალს სრულდება. ამის შესახებ გამოცემას რუსული წარამომდგენლობის ხელმძღვანელმა დიმიტრი ფედოტოვმა განუცხადა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ "აფხაზეთის მოქალაქეებისთვის" ორგანიზაციის მიერ მითითებულ სასწავლებლებში ჩარიცხვა და სწავლა უფასოა. მისივე თქმით, წელს ასევე გამყოფილია 14 ადგილი მე - 9 კლასის მოსწავლეებისთვის, რომელთაც საშუალო პროფესიული განათლების პროგრამით სარგებლობა შეეძლებათ.

აქვე აღნიშნულია, რომ განმცხადებლები მეტწილად უთითებენ ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა მედიცინა, ეკონომიკა, იურისპრუდენცია და შემოქმედებითი სპეციალობები. წელს კი ბევრმა აირჩია Iთ-მენეჯმენტი, რობოტოტექნიკა და სამოქალაქო ავიაცია, რისთვისაც 32 ადგილი გამოიყო.

აფხაზეთში დღეისთვის ორი უმაღლესი სასწავლებელი ფუნქციონირებს - აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სოხუმის ღია ინსტიტუტი.





Print