ახალი ამბები
უმავლესობის აზრით, საქართველოს მთავრობა არაფერს ან არასაკმარისს აკეთებს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის - NDI
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული ბოლო კვლევის თანახმად, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ მთავრობა საკმარისს არ აკეთებს ან არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდეს. 

კითხვაზე, მოყვანილი მოსაზრებებიდან, რომელია თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მოქალაქეების პასუხები ასე გადანაწილდა: 

- 30 პროცენტი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანეს.

- 38 პროცენტი ფიქრობს, რომ საქართველოს მთავრობა საკმარისს არ აკეთებს, იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდეს,

- 18 პროცენტის აზრით, საქართველოს მთავრობა არაფერს აკეთებს, იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდეს.

- 13 პროცენტის პასუხია, არ ვიცი, ხოლო უარს პასუხზე 1 პროცენტი აფიქსირებს.

აღნიშნული ანგარიში 3 დეკემბრიდან - 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).

დეკემბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,519 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 1,6 პროცენტია. NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ.
Print