რეგიონი
ხობის რაიონის სოფლებში უკანონო სახერხი საამქროები გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყით სარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, 8 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.

სააგენტოს ინფორმაციით, ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებში შუა ხორგასა და ქვემო ქვალონში ორი ფაქტი დაფიქსირდა.

2 უკანონო სახერხი საამქროა  ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებში: შუა ხორგასა და ქვემო ქვალონში.

მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.


Print