ახალი ამბები
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია მესტიას ყველაზე სუფთა ტურისტულ რეგიონად ასახელებს
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც მესტია საუკეთესო ტურისტულ მიმართულებად და "ყველაზე სუფთა ტურისტულ რეგიონად" დაასახელა.

"მესტიას თავისი მომხიბლავი ბუნებითა და მდიდარი ისტორიით აქვს ქართული ხუროთმოძღვრებისა და ეთნოგრაფიის ღირსშესანიშნავი ძეგლები, მათ შორის ეკლესიები, მონასტრები, ტრადიციული კოშკები და ნაგებობები. სოფელს აქვს მრავალფეროვანი ლანდშაფტი, მდიდარია ტყის მასივებით და ალპური ზონებით, სადაც მსოფლიოში ცნობილი სპორტული ჩემპიონატები ტარდება", - ვკითხულობთ სტატიაში.

აქვე აღნიშნულია ადგილობრივი მოსახლეობის როლი კულტურული ფასეულობების გაზიარების თავლსაზრისით. ისინი მესტიის სტუმრებს სთავაზობენ საოჯახო სასტუმროებს, სადაც მათ შეუძლიათ გაეცნონ უძველეს ტრადიციებს, დააკვირდნენ ადგილობრივი ცხოვრების წესს, დააგემოვნონ ტრადიციული კერძები. პუბლიკაციაში ხაზგასმულია, რომ ეს არის "სამოთხე" ლაშქრობის, თხილამურების და სნოუბორდის მოყვარულთათვის.

Print