ახალი ამბები
გალის სოფელ ჭუბურხინჯში უაქციზო თამბაქოს ნაწარმი ამოიღეს
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის კონტრაბანდისა და საბაჟო სამართალდარღვევათა წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გალის რაიონში სოფელ ჭუბურხინჯში ერთ-ერთი კერძო საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ დამხმარე არასაცხოვრებელი ფართის შემოწმების შედეგად, 36 900 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმი ამოიღეს, - წერს "აფსადგილ ინფო".

აღნიშნულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ფაქტებზე მასალები გადაეცა "აფხაზეთის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის საგამოძიებო და საბაჟო გამოძიების დეპარტამენტს", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

ამავე ცნობით, მანამდე კრასნოდარის საბაჟოს პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 1-დან 26 იანვრამდე საბაჟო პუნქტ "ადლერზე" აფხაზეთიდან თამბაქოს კონტრაბანდის 36 მცდელობა აღკვეთეს. "რუსეთ-აფხაზეთის" საზღვარზე თამბაქოს ნაწარმის "უკანონო გადაადგილების ყველა ფაქტზე, აღძრულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 72 საქმე. ამოღებულია თამბაქოს ნაწარმის დაახლოებით 120 000 ათასი კოლოფი.

Print