ახალი ამბები
კომბინატში ყოფილი კულტურის სახლის ეზოში ეთნოკულტურული პარკის მოწყობა იგეგმება
ზუგდიდში, კომბინატის დასახლებაში, ჯანაშიას ქუჩაზე მდებარე ყოფილი კულტურის სახლის ეზოში მუნიციპალიტეტის მერია ეთნოკულტურული პარკის მოწყობას გეგმავს. შესაბამისი ტენდერი უკვე გამოცხადდა და სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 82 100 ლარი გამოიყო.

სატენდერო დოკუმეტაციაში, გარდა ვიზუალური მასალისა, სხვადასხვა ხარჯთაღრიცხვაა მოცემული. ამავე ინფორმაციით, გარდა პარკისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურის მონტაჟისა, დაგეგმილია შადრევნის კედლებზე შემორჩენილი მოზაიკის დემონტაჟი და ლითონის როიალის მოწყობა.

ტენდერში წინადადებები 11-დან 14 თებერვლის ჩათვლით მიიღება.

Print