ახალი ამბები
დღეიდან აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდებაზე დაწესებული შეზღუდვები შემცირდება
დღეიდან, 4 თებერვლიდან, აფხაზეთში ძალაში შედის ელექტროენერგიის შეზღუდვების ახალი გრაფიკი, რაც განპირობებულია რუსეთის ფედერაციიდან მიწოდებული ელექტროენერგიის მოცულობის ძრდით. ინფორმაციას კომპანია "ჩერნომორენერგოს" პრესსამსახური ავრცელებს. ამავე ცნობით, აბონენტებისთვის , რომლებსაც ელექტროენერგიას ენგურჰესი აწვდის, შეზღუდვები ჯერჯერობით უცვლელი რჩება, ჯვარის წყალსაცავში წყლის ნაკადის არასაკმარისი შემოდინების გამო. მისი მოცულობის გაზრდის შემთხვევაში, გრაფიკში კორექტივები შევა, ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე, 31 იანვარს, აფხაზურმა ენერგოკომპანიამ განაცხადა, რომ იძულებულები არიან, ელექტრეოენერგიის მიწოდებაზე ისევ დააწესონ შეზღუდვები. შესაბამის განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ "თებერვალში რუსეთის ფედერაციიდან აფხაზეთისთვის მიწოდებული ელექტროენერგიის მოცულობა 190 მლნ. კვტ/სთ - ს შეადგენს, რაც იანვარში მიწოდებულზე (250 მლნ. კვტ/სთ) ნაკლებია, თუმცა მოხმარების დონე (11 მლნ. კვტ/სთ დღეში) კი იგივე დარჩა. აქვე აღნიშნული იყო, რომ ახალი განრიგი ამოქმედდება მაღალი ძაბვის ხაზებზეც, რომლებსაც ენგურჰესი უზრუნველყოფს ელექტროენერგიით. კომპანიის ინფორმაციით, ეს გამოწვეულია ჯვარის წყალსაცავში წყლის კრიტიკულად დაბალი (410 მ) დონით და წყლის ნაკადის დაბალი  (25 მ3) მოცულობით. შეზღუდვები შეეხება ყველა კატეგორიის მომხმარებელს, რადგან გათიშვას არა ცალკეული ქვესადგურები, არამედ მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები ექვემდებარება", - განაცხადეს "ჩერნომორენერგოში".

ახალი გრაფიკი ასეთია: 


Print