ახალი ამბები
ენმ-ს პოლიტსაბჭოს ახალ წევრებს შორის წალენჯიხის მერიც დამტკიცდა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს ნაწილი ახალი წევრებით დაკომპლექტდა, მათ შორისაა წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა. გუშინ გამართულ ყრილობაზე პარტიის პოლიტსაბჭოს წევრები წარადგინეს, შემადგენლობაში რჩება პარტიის ზუგდიდის ორგნიზაციის თავმჯდომარე ანა წითლიძე.

ენმ-ს ახალი თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, ვაკანტურია პოლიტსაბჭოს უმრავლესობა, რომელიც არჩევითი იქნება.

თავის მხრივ, ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს, რომ გადაწყვეტილების შესახებ მარტამდე მოქმედი პოლიტსაბჭოსთვის ფორმალურადაც კი არ მიუწოდებიათ ინფორმაცია. პოლიტსაბჭოს წევრების ნაწილი კი აღნიშნულ პოსტებზე უარს ამბობს.



Print