ახალი ამბები
სვანეთში საავტომობილო მოძრაობაზე კვლავ შეზღუდვებია
დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია ლასდილის  საავტომობილო გზის კმ177-კმ186 (კალა-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამავე საავტომობილო გზის კმ30-კმ177 (ჯვარი-კალა) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების გადაადგილება. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

ამასთან, უწყების ცნობით, ხაიში-კალას მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) გადაადგილება თავისუფალია.

საავტომობილო გზის კმ1-კმ30 (ზუგდიდი-ჯვარი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

"გართულებული მეტეოროლოგიური პირობების გამო საავტომობილო გზებზე გადაადგილების შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს", - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
Print